ერდოღანი: ზელენსკი და პუტინი შეხვედრისთვის ჯერ არ არიან მზად

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ომის საკითხები განიხილა ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მხარეები ორმხრივი შეხვედრისთვის „ჯერ მზად არ არიან“.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინთან ჩინეთში გამართული მოლაპარაკებებისა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის შეწყვეტის გზებზე იმსჯელა, თუმცა მხარეები ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის „ჯერ მზად არ არიან“.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის ბოლო თვეების განმავლობაში სტამბოლში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა კვლავ ღიაა.