პარლამენტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

გიორგი ხახუბია

პარლამენტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხახუბიამ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, კერძოდ, ლიცენზიების და ნებართვების გაცემას, მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ორგანო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

წარმოდგენილ ცვლილებას კანონმდებელმა მხარი ერთხმად, 79 ხმით დაუჭირეს.