1779203553
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი კახიანმა დიპლომატს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„სომხეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ასევე ვისაუბრეთ ორ ქვეყანაში, აგრეთვე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და გამოწვევებზე, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას და მშვიდობიან განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.









