„ზაურ სოხუმსკიმ“ ციხე დატოვა - რა კავშირი აქვს მას ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმასთან
1750877873
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი პირი - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გამოჰკითხა.
გივი მიქანაძემ 2025 წლის 21-27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტში არ შემოვიდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი უპრეცედენტო მობილიზება იყო - მიწვეული სტუმრის სტატუსით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, როგორც რადიკალური ჯგუფების წევრები და კონკრეტული პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, აღნიშნული ჯგუფები სტრასბურგში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდათ, განსაკუთრებით, ევროპის სახალხო პარტიასთან და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსთან (ALDE).
„მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და ამით ჩვენი ქვეყნისთვის, მისი იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ და ეს არც დაუფარავთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე ინფორმაციით, სტრასბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან იმყოფებოდნენ: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ხოლო არასამთავრობო სექტორიდან - ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და სხვები.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკოსების ნაწილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანსაც შეხვდნენ, სადაც მოითხოვდნენ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი არ ყოფილიყო.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხის სესიის დღის წესრიგში ჩასმა შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს და მათ მხარი დაუჭირეს ევროპის სახალხო პარტიისა და ALDE-ს წევრებმა, ასევე ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია.
გივი მიქანაძის განმარტებით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავამ კომიტეტის წევრებს დეზინფორმაცია მიაწოდა, სადაც განაცხადა: „საქართველოში რუსული ხელისუფლებაა, საჭიროა ზომების მიღება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება, რომ თუნდაც დათქმით ცნოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება“.
როგორც მან აღნიშნა, რადიკალების გეგმა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი არ ყოფილიყო, ჩავარდა - საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა გაკეთდა სრულიად უსამართლო დათქმები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან და დაკავებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„ეს უსამართლო და აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს, ერეოდა კონკრეტული ქვეყნის საშინაო საქმეებში და ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, უსაფუძვლოდ მოითხოვდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს და სრულიად იგნორირებდა საქართველოს მოსახლეობის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გაკეთებულ არჩევანს. ჩვენთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელი იყო, შესაბამისად, არ დაველოდეთ შემდგომ სესიას, რომელზეც საქართველოს საკითხი კიდევ უნდა განხილულიყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თვითონ შეგვეჩერებინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქმიანობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებზე დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მისცა.
„სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენს გვერდით მსხდომი ადამიანები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გამალებით არიან ჩართული. ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო სანახავი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, 2022 წელს, ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე მათი მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა მიიღებდნენ კანდიდატის სტატუს, საქართველო კი არ მიიღებდა.
„ვნახოთ, მოსახლეობის ის 85 პროცენტი, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - მათ მიერ ნათქვამი ეს წინადადება ცხადად აჩვენებდა, რომ ევროინტეგრაცია, საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი, ვიღაცისთვის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იყო იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეეცვალათ.
2020 წელს არჩევნების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობდა, აღარ არსებობდა არანაირი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა, „სცენარი 2“ - არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილების - უკვე სრულად ჩაშვებული იყო ასამოქმედებლად. საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართული იყვნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.
„თუ გახსოვთ კამპანია, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა „ლელო“ – „ლელოს“ პოლიტიკოსები პარლამენტში, განსაკუთრებით ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა და ცდილობდნენ, რომ ეს რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა აქვს მიღწევები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე -„შავი ხვრელი - საქართველო“, რომლითაც ქვეყანას უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს რაღაც არასწორად კეთდებოდა, თუმცა ამისი არანაირი მტკიცებულება თუ საფუძველი არ ყოფილა.
„ეს კამპანია რამდენიმე თვე გაგრძელდა, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს. ზუსტად იმ პერიოდში კანდიდატის სტატუსს ველოდით და მართლაც კარდაკარ დავდიოდით ჩვენი პარტნიორების დასარწმუნებლად იმაში, რომ არასწორი იქნებოდა საქართველოს ჩამოტოვება ამ სამეულიდან და გეოპოლიტიკურად არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ამ გეოპოლიტიკურ მიზნებს სხვა მიზნებმა აჯობა და საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა გასულ წელს გამართულ ევრონესტის შეხვედრაზე, როდესაც ძალიან კარგად გამოჩნდა „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გულწრფელობა“. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით სამ ქვეყანაზე - უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე მორგებული რეზოლუციის ინიციირება მოახდინეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“, თუმცა ოპოზიციონერმა კოლეგებმა - ვაშაძემ, წითლიძემ, ბოტკოველმა და კორძაიამ, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის თემა შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან „ქუჩის პოლიტიკაში“ ჩართული პოლიტიკოსები ამ თემას ბრიუსელში აქტიურად ლობირებენ.
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 -2014 წლებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და სხვები აქტიურად ლობირებდნენ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის და ვანო მერაბიშვილისა და სხვა სამართლებრივი საქმეები ამის მიზეზი გამხდარიყო.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამით მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ მიუღებელი იყო.
„ეს დღის წესრიგი არ შეცვლილა და განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნებამდე გააქტიურდა - ანუ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ მიუღებელია და არ უნდა ესაუბრო, დღესაც დევს ბრიუსელში მაგიდაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერს, რასაც „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ და ედავებიან, ის ადამიანები უყრიან საფუძველს, რომლებიც ან პოლიტიკაში არიან, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში ან მედიის გარკვეულ ნაწილში.
„ჩვენ გვიწევს ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვისთვის და ამის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელება, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 30 ივნისს გაიმართება.