პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის ბიურო

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ილია მეორე იყო ადამიანი, რომელიც ყველას აერთიანებდა სიყვარულით.

„ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ამ დღეებში ხილულად ვნახეთ. ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი. ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის დაკავშირებული. პატრიარქმა მოახერხა, რომ, რელიგიური კუთვნილების, ასაკის, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, თითოეული თანამოქალაქის გულში იყო დიდი პატივისცემის, სიყვარულის, თაყვანისცემის საგანი. ადამიანი, რომელიც ყველას აერთიანებდა ამ სიყვარულით. მინდა, გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.