პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს 29 აპრილს მოუსმენს

სარჯველაძე

პარლამენტი 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სპიკერის თქმით, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.