ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას აპირებს, რომელიც იმ არასრულწლოვან პირებს შეეხებათ, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და მათ ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს, 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება და ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს.
ინიციატორების განმარტებით, ცვლილებებია მიზანია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. ასევე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. ასევე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.
კანონპროექტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მულტიდარგობრივ მიდგომას დაეფუძნება, რა დროსაც არასრულწლოვნის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს.
კერძოდ, ცლილებებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში კი გაერთიანდებიან – ცენტრი, პროკურატურა, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები.
პროექტის გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კერძოდ, ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; მისი მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან გადამისამართება; აღნიშნულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს მისი ცენტრში გადამისამართება წარმოადგენს. ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განახორციელებს. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული გადაწყვეტილებით “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურდება და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელიარ შესრულებია, გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ცენტრში გადაამისამართებს.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შემდეგ, ცენტრი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. აღნიშნული მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება, ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან სხვა ისეთი პირიდან და დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება მასზე ინფორმაცია გააჩნდეს.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრის მიმართვისსაფუძველზე, არასრულწლოვანს წარმომადგენელიდაენიშნება, რომელიც განახორციელებსწარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელითა და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფიარასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. კანონთანკონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს წარედგინება, რომელიცანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულებისდროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისსერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზეშესასრულებლად სავალდებულო იქნება. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებულიუფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს – არაუმეტეს 12 თვის ვადით.
პროექტის გათვალისწინებით, დაგეგმილია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახლის შექმნაც, რომელში გადამისამართების მიზანი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა იქნება. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც“სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა.
პროექტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდებაკანონით განსაზღვრული შემდეგი საფუძვლების არსებობისას: – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნითგანთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობისშემთხვევაში; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდებაკანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლებისაღკვეთას; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდებაარასრულწლოვნის მიერ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა დამხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია6-თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებითშეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ – ყოველ ჯერზე ექვს თვემდე ვადით.
პროექტით, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აუცილებელი აღარ იქნება, უფლებამოსილი პირიშესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მულტიდისციპლინური ჯგუფს მიმართავსარასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლშიგადამისამართების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთანკონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება.