პარლამენტი დღეს „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე დაინიცირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს

 პარლამენტი

პარლამენტში დაჩქარებული წესით „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე ინიცირებულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

პროექტის მიხედვით, გარკვეული გამონაკლისები დაწესდება იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა უცხოური დაფინანსება და ამ ფინანსების გამოყენება საზოგადოებაში არ იწვევს არანაირ ეჭვს. მსგავს ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა უცხოეთიდან დაფინანსება მიიღონ მთავრობის თანხმობის გარეშე.