პაატა მანჯგალაძე: დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება

პაატა მანჯგალაძე

ბევრი კონსპირაცია და ქილიკი იქნება 4 ოქტომბრამდე, მაგრამ ფაქტია, 4 ოქტომბერმა სერიოზული თავსატეხი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„დღეს მას და მის ე.წ. საყრდენებს წინ უდგათ დილემა, როგორ შეაკაონ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად მოითხოვს მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის მშვიდობიანად დაბრუნებას.

ჩვენ ასევე პრინციპულად მშვიდობიანი ცვლილების მომხრეები ვართ და ჩემთვის იდეალური სცენარია ძალაუფლების გადაბარება ხალხისთვის ისე, რომ არავის, მათ შორის „ქოცსაც“, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს, მაგრამ ვინმე თუ გაბედავს ხალხზე ძალადობას, ეს ბუმერანგივითვე დაუბრუნდება მას.

დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.