პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის ყრილობაზე: მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ, ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს

პაატა ბურჭულაძე

დღეს მე ვიყავი ქალაქის მერიაში, შევიტანე განცხადება „რუსთაველის გამზირის“ მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითმონ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა გადაცემაში „360 გრადუსი“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ბურჭულაძეს ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის საჯარო პასუხი წაუკითხა, რომლის თანახმადაც დინამოს სტადიონი არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიასა და კლუბ „დინამოს“.

ბურჭულაძე მიმართავს ქალაქის მერიას, რომ გადაუხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, რამდენადაც მას ამის ფული არ აქვს. „მაშინ გვჭირდება შუამდგომლობა, ასეთი დიდი ყრილობის გადაწყვეტა სტადიონის დირექტორს ვერ უნდა დაავალო. ეს ხდება რაღაც ეროვნული რამ, მაშინ ქალაქმა უნდა აიღოს და დაიქირაოს. მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს ამის თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ. ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.