თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირებაა. ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ერთმანეთის შემდეგ, უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც აკრიტიკებენ.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მას ხალხის გაღვიძების ვალდებულება აქვს.
ოპოზიციის გეგმების უპერსპექტივობასა და რადიკალურ მიზნებზე საუბრობენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ელექტორალური კრიზისი აქვს.
"ოპოზიცია ელექტორალურ კრიზისშია. არ აქვთ სალაპარაკო და, შესაბამისად, ყველანაირი რესურსი აქვთ ამოწურული ხალხში გასვლის. ბატონი გირჩიც მაგას ამბობს, თითქოს მათ არ აქვთ ვალდებულება ხალხის გამოღვიძების. ჩვენ ვხედავდით, რასაც აკეთებდნენ ესენი ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს - დაკავებულები იყვნენ ხალხის მოტყუების პოლიტიკით. შესაბამისად, იმავეს აკეთებენ ოპოზიციაში, 10 წელზე მეტია. ზუსტად ამაზე საუბრობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ. ამას ვერ აღიარებენ და ირიბად ამბობენ, რომ არ აქვთ ხალხის გაღვიძების ვალდებულება. არ იციან, ხალხს რა ენაზე ესაუბრონ", - აცხადებს ჭეიშვილი.