ომში ჩართვის რისკი და საომარი დღის წესრიგი, როგორც არასდროს, ისევ აქტუალურია - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პირდაპირი პასუხია იმ შანტაჟზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტარებისა თუ სხვადასხვა ევროპოლიტიკოსებისგან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსნის თქმით, ომში ჩართვის რისკი და საომარი დღის წესრიგი ამ დრომდე აქტუალური რჩება.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პირდაპირი პასუხია იმ შანტაჟზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტარებისა, თუ სხვადასხვა ევრო პოლიტიკოსებისგან. ჩვენ გვაქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ქართველი ხალხის სახელით ვისაუბროთ და გავცეთ პასუხი იმ მოთხოვნაზე, რომელიც ომში ჩართვას გულისხმობს.

ომში ჩართვის რისკი და საომარი დღის წესრიგი, როგორც არასდროს, ისევ აქტუალურია. ევროპარლამენტისა თუ ევროინსტიტუტების შემადგენლობა მობილიზებულია, როგორ გაამძაფროს საომარი დღის წესრიგი". - განაცხადა ნინო წილოსანმა