ომი უკრაინაში - სუმის ოლქზე რუსეთის შეტევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ომი

ომი გრძელდება უკრაინაში - სუმის ოლქზე რუსეთის შეტევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა.

ერთი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში, სადაც აფეთქებების გამო დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროენერგიის გადამცემი ობიექტები.