„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული არ ვიქნებოდი, როგორც გერმანიის ელჩია, კარგად ვიცით, რომ დროის და სხვადასხვა ბიუროკრატების პირობებში, გადაწყვეტილებები, თუ პოლიტიკის ნაბიჯები, საუკეთესო კუთხითაც შეცვლილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ „დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბებიან, საქართველოს ფაილი დაიხურება“.
„საქართველო განსკაუთრებული შეტევისა და შანტაჟის ობიექტია. მათი გარკვეული სრულიად უხამსი მოთხოვნები არ შევასრულეთ, მათ შორის ოჯახური ღირებულებების კანონის გაქუმებასთან დაკავშირებით. ამის ფონზე გარკვეული შანტაჟი, ალბათ, ლოგიკურია. ამის გაგრძელებას გამოხატავს გერმანიის ელჩის ეს განცხადება, რომლითაც კიდევ უფრო უნდა, რომ დაამძიმოს აღქმები, რომლებიც ქართველ ხალხში უნდა დაფორმირდეს. საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ წევრ სახელმწიფოებს შორის. საქართველო კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას ევროკავშირის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ თავად ევროკავშირს აქვს სერიოზულად გადაწყვეტილი, რომ კავშირი ძლიერი და ობიექტური სამართლიანი იყოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.