რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
ვფიქრობ, რომ სარჩელი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ძალიან მყარად დასაბუთებული, მას წინ უძღვოდა არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი და თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელმაც კოლოსალური შრომა და ენერგია ჩადო და მოიძია ის აუცილებელი წინაპირობები, რომელიც გახდა ჩვენი სარჩელის საფუძველი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით არსებობს დასაბუთებული მოსაზრება, რატომ უნდა იყოს ხუთივე პარტია ამ ერთიან აკრძალვაში მონაწილე.
„ყველანაირი პროცესი გვაჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, იმდენად ტოქსიკური და ვირუსულად გადამდებია „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური და ბოროტმოქმედი იდეოლოგია, რომ ყველა ახალი პარტია, რომელიც შეუერთდა მათ, ავტომატურად ჯდებოდა იმავე დანაშაულებრივ ნარატივში. ისინი თანამშრომლობდნენ და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გზავნიდნენ წერილებს, ცრუ დასმენებს, ითხოვდნენ უცხოელი პარტნიორებისგან და უცხოური სახელმწიფოებისგან, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი ხელისუფლება დაესაჯათ და ამაზე მეტი დადასტურება არ არსებობს, როდესაც ისინი თავად აწერენ ამ მიმართვებს ხელს.
სასამართლოში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არსებობს მოსამართლეებისთვის სახელმძღვანელოდ, არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელზეც შეთანხმდა ქართველი ხალხი, რომელსაც ყველა ეთანხმება, რომელიც არის იმ ცივილიზებული სამყაროს ელემენტარული პრინციპები, რომელზეც დაფუძნებულია დასავლური სახელმწიფოები. ამიტომ გადაიქცა ეს სასამართლო პროცესიც პოლიტიკური შეფასებების ველად. სასამართლო არ არის პოლიტიკური შეფასებებისთვის. მათ შეეძლოთ მთელი ამ წლების მანძილზე პარლამენტში შემოსვლით, ეთერებით თუ სხვა, ამ ფორმატში ეკეთებინათ თავიანთი საქმე, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება იყო რევოლუციური სცენარების მოწყობა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.