რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
რატომ შეიძლება უცხოელი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები მფარველობდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? - ამ კითხვაზე არის ერთადერთი პასუხი. იმიტომ, რომ ის სიბინძურეები, ის ანტიქართული საქმე, ის ბოროტება მხოლოდ და მხოლოდ ამ შემადგენლობის პოლიტიკურ რადიკალ ჯგუფებს შეიძლება გააკეთებინონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გარე ძალები რადიკალებს იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ეს ამ გაერთიანების წევრებს არ დაუმალავთ.
„ეს ჩვენ ვიხილეთ 2003 წლიდან 2012 წლამდე მოყოლებული და ვიხილეთ 2008 წელს, როდესაც იმდენად უნდოდათ ბომბების ზუილი, რომ საკუთარ ქვეყანაზე განახორციელეს ეს ყველაფერი. მათი დაუდევრობით, ყველაზე მარტივი შეფასება რომ ვთქვათ ან იმ ბოროტმოქმედებით და მავნებლური მოტივებით გახადეს ეს ქვეყანა ბომბების და იმ უბედურების ადგილი, რომელიც ჩვენ 2008 წელს საკუთარ თავზე განვიცადეთ.
ერთადერთი ახსნა არის ეს, რომ იმ ყველაზე მავნებლურ და ბოროტმოქმედულ გეგმებზე წამსვლელი არის ეს შემადგენლობა. და თუ დააკვირდებით თითოეული ადამიანი, ვინც ამ ალიანსში შედის, თავისი შავი წარსულით არის და ალბათ მათი პერსონები ყველაზე უკეთ მსჯელობენ ამ ალიანსზე.
ძალიან საინტერესო რაღაც თქვა ჩერგოლეიშვილმა, თუ არ ვცდები: „არის დრო ქვების შეგროვების და არის დრო ქვების სროლისო და ეს ქვები ვართ ჩვენო“. ანუ რაღაც მომენტში მათი პატრონები აგროვებენ ამ ქვებს და რაღაც მომენტში ამ ქვებს იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სასროლად. ამაზე კარგ ეპითეტს ვერავინ მოიფიქრებდა, რას აღწერს ეს ერთობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.