მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოს აფასებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.
წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საელჩოს უცნაურად ესმის ეს დღე და დროშას არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლოდ წარმოაჩენს.
„რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე - დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?)
იგივეს გისურვებთ მეგობრებო“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.