რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
9 „ნაცის" გაერთიანება ვერ იქნება ვერაფერი ახალი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის ალიანსთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, როგორც ჩანს ოპოზიციის გარე პატრონები თვლიან, რომ ამ ფორმალური ალიანსით საქართველოში რაღაც ახალი შეიქმნა და ახალი სული ჩაედგა რამეს.
„არ უნდა დავიღალოთ და ყოველ ჯერზე შევახსენოთ ყველას, რომ ოპოზიცია არც არასდროს დაშლილა, რომ ახლა გაერთიანებულიყვნენ. ეს ალიანსი არის ფარსი და სწორედ ამ პრიმიტიული ტყუილით ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. რაც ყველაზე დამაფიქრებელია არის ის, რომ ამ პრიმიტიული ტყუილით ცდილობენ, რომ გარე პატრონებმა ქართველი ხალხი მოატყუოსნ. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დაბალი წარმოდგენა ჰქონდეთ ჩვენს ხალზე. როგორც ჩანს მათი გარე პატრონები თვლიან, რომ ამ ფორმალური ალიანსით საქართველოში რაღაც ახალი შეიქმნა და ახალი სული ჩაედგა რამეს. ეს არის მომაკვდავი, ფაქტობრივად განადგურების პირას და რეპუტაციული განულების პირას მყოფი რადიკალური ძალები, რომლებიც ერთმანეთზე „ნაცები" არიან. 9 „ნაცის“ გაერთიანება ვერ იქნება ვერაფერი ახალი. ისინი აქამდეც, შესაძლოა კულუარულ რეჟიმში მუდმივად კოორდინირდებოდნენ. მათ აერთიანებთ „ნაცური" რადიკალიზმი და ის ბოროტმოქმედებები, რასაც „ნაცების" დროს ეწეოდნენ. თითოეული ადამიანი, ვინც ამ ალიანსის შემადგენლობაში შედიოდნენ იყვნენ „ნაცმოძრაობის დროს" ან გენპროკურორი, მინისტრის მოადგილე, პოლიტსაბჭოს წევრი, რუსთავი 2-ის მიმტაცებელი, „ნაცმოძრაობის" დეპუტატები და ფაქტობრივად დამნაშავეები იმ რეჟიმის შექმნის პროცესში, რომელმაც ქართველ ხალხს ასეთი დაღი დაასვა“,- განაცხადა წილოსანმა.