რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ; ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, ისინი ფორმალურად გაიყვნენ ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანად.
„ეს იყო უბრალოდ ფორმალობა, მათ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ. ახლა მათი ერთადერთი სურვილია, რომ ახალი სული შთაბერონ მათ ბოროტ მიზნებს, თუმცა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელიც სრულიად ანტიქართულ მიზნებს ატარებს, არასდროს ექნება შანსი რომ გაერთიანდეს“, - განაცხადა წილოსანმა.
ცხრა პოლიტიკური პარტიის ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, „ლელო“ და გახარიას პარტია არ უერთდება. მიუხედავად კოალიციაზე უარისა, ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ პარტიები აზრს შეიცვლიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კი „იმედზე“ ბრიტანეთის თავდასხმას იყენებს არგუმენტად, რათა „ქრონიკის“ კითხვებს გაექცეს.