ნინო წილოსანი: ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ მოუწოდებდა მოხელეებს საკუთარი უფლებამოსილების შეუსრულებლობისკენ, სახელმწიფო ღალატისკენ და ამაში სთავაზობდა ქრთამს - ამ ყველაფერს საზოგადოება უყურებდა

ნინო წილოსანი

ლევან ხაბეიშვილის საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და თავის ტაკიმასხარაობაში ცდილობდა, რომ შემოეპარებინა რევოლუციური სცენარები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავდა.

„ის საჯაროდ მოუწოდებდა მოხელეებს, საკუთარი უფლებამოსილების შეუსრულებლობისკენ, ამავდროულად სახელმწიფო ინფორმაციის გასაჯაროებისკენ და სახელმწიფო ღალატისკენ და ამაში სთავაზობდა ქრთამს. რისთვისაც ლევან ხაბეიშვილი, იგივე ანიტა ხაბეიშვილი არის დაკავებული, ამ ყველაფერს საზოგადოება საჯაროდ უყურებდა და რაც მთავარია, მისი საგულდაგულო მცდელობა ტელეფონი გადაემალა, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იტევს“, - აცხადებს წილოსანი.

ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას ბრალს დღეს წარუდგენენ.

სუს-მა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა ლევან ხაბეიშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა.