მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე

მაგნიტური ქარიშხალი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი მაგნიტურ ქარიშხალთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.

„დედამიწაზე სექტემბრის დასაწყისიდან, ფიქსირდება მაგნიტური ქარიშხლები.

გუშინაც, 10 სექტემბერს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების უმეტესობა იგრძნობდა ამ მოვლენას.

მსგავსი ქარიშხლები, როგორც ამბობენ ჯერჯერობით გაგრძელდება, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, მეტეომგრძნობიარე ადამიანებს განსაკუთრებით 15-16-17 სექტემბერს, რათა მარტივად გაიაროთ ეს დღეები:

1 - დალიეთ მეტი წყალი.

წყალი დაეხმარება ორგანიზმს ბალანსის დამყარებაში. შეამცირეთ ყავის, ძლიერი ჩაისა და ალკოჰოლის მიღება.

2 - ნუ გადაამეტებთ ფიზიკური დატვირთვისას. მსუბუქი ვარჯიში, გასეირნება ჰაერზე, პირიქით, ძალიან სასიკეთოა.

3 - იკვებეთ მსუბუქად. მოერიდეთ ცხარე, ცხიმიან და მარილიან საკვებს. მცენარეული საკვები კარგი არჩევანია ასეთ დღეებში.

4 - გამოიძინეთ.

ხარისხიანი ძილი საუკეთესო წამალია, ეცადეთ ძილის რეჟიმი დაალაგოთ და ერთი და იგივე დროს დაწვეთ დასაძინებლად.

5 - გადადეთ სანერვიულო, სტრესული და რთული საქმეები სამომავლოდ. გაითვალისწინეთ, რომ დაბნელებების დერეფანს გავდივართ და ნუ დაისტრესავთ ზედმეტად თავს.

განიტვირთეთ, უყურეთ სასიამოვნო ფილმებს და მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ილოცეთ ან იმედიტირეთ.

P.S. სპეციალურად სტრესისა და შფოთის მოსახსნელად მუსიკოსებმა და ფსიქოლოგებმა შექმნეს მუსიკა, რომელიც კორტიზოლის დონეს აქვეითებს და სტრესს 65%-ით აქვეითებს.

ამ კომპოზიციას ჰქვია  Marconi/ Union / Weightless.

6 - გამოიყენეთ მსუბუქი დამამშვიდებლები, არომათერაპია (განსაკუთრებით ლავანდის, პიტნის არომატები.)