ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - რა ხდება ადგილზე
1752681537
„კოლექტიური“ ნაცები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი ნაცები, ვინც თავის შავ-ბნელ იდეებისა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და ჩარჩნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული „ნაცები“ გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ დაჯგუფებას ვგულისხმობ, ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.
„ერთი მხრივ ეს მათი გადაწყვეტილებაც კი შეიძლება არ იყოს და გარედან მინიჭებული როლია, თუმცა მეორე მხრივ რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ რეალურად ჰქონდეთ სურვილი, რომ ბოლომდე არ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს. ეს განხეთქილება საკმაოდ ლოგიკურია, უბრალოდ რა პროცესებიც გახარია-ხაზარაძის ირგვლივ წარიმართება, ის რაღაც სასაცილო შეთანხმებები ერთობლივ კანდიდატებთან დაკავშირებით და მათი გაერთიანება ერთი კანდიდატის ირგვლივ, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ცუდად დასრულდება მათთვის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება.