ნინო წილოსანი: ფაქტია, რომ Credit Suiss-ის ქეისი ერთ-ერთი ის არაფორმალური სანქციაა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებს

წილოსანი

 ყველა თვალნათლივ ვხედავდით, როგორ მართალია ის Credit Suisse-თან დაკავშირებულ საქმეში. ლონდონის სასამართლომ არა თუ გაამართლა ბიძინა ივანიშვილი, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი გადაწყვეტილება Credit Suiss-ის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, Credit Suiss-ის საქმეც ის არაფორმალურია სანქციაა, რომელსაც ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებენ.

„ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დაემორჩილება თუ არა ეს ინსტიტუცია ამდენ რიგ სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ ისევ გააგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხილული თუ უხილავი სანქციების გატარებას. ფაქტია, რომ Credit Suiss-ის ქეისი ერთ-ერთი ის არაფორმალური სანქციაა, რომელსაც დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები იყენებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - აცხადებს წილოსანი.

ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.