ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი, ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!

ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილის ქცევა და მისი განცხადებები მის პრინციპულობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

როგორც ნინო ფოჩხუა წერს, ელიზბარაშვილი ინციდენტის დროს სამართალდამცველებს შეურაცხმყოფელი ფორმით მიმართავდა, მოგვიანებით კი ინციდენტის მონაწილეებს მის ცემაში ადანაშაულებდა.

"ეს კაცი სერიოზულად როგორ შეიძლება მიიღო, საკუთარი აზრი და პრინციპი არ გააჩნია. ან ის რა იყო, ინციდენტის დროს როგორ იწელებოდა, როგორ მიმართავდა სამართალდამცველებს ან როგორ აბრალებდა ინციდენტის მონაწილეებს ცემას. ეს კაცი ჩვეულებრივი კურდღელია და კლავიატურის ლომი. ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!" - წერს ფოჩხუა.

✕