მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობად შეფასდა.
„[ევროპარლამენტის ანგარიშის] მომხსენებელს - რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია ამ თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ. ვფიქრობ, საჭიროა სრული იგნორირება მათი ამ უაზრო ტექსტების და განცხადებებისა, თუ ანგარიშების იმდენად არასერიოზული და საფუძველს მოკლებულია ყველაფერი ის, რაც ამ ტექსტებშია ასახული“, - აღნიშნა სამხარაძემ.