„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.
სამხარაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
"შესანიშნავი საუბარი გაიმართა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე," - წერს სამხარაძე X-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში.
Great exchange with @stateeur Brendan Hanrahan abour 🇬🇪-🇺🇲 relations, threats stemming from occupation of 🇬🇪 territories by Russia, security challenges in wider Black Sea region, Middle Corridor/TRIPP and bilateral economic cooperation. pic.twitter.com/VfJA1dGqoq
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) March 3, 2026