იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე ოპოზიციის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, აქციაზე მყოფმა ყველა ადამიანმა, ყველაფერი იცოდა. ამასთან, მეტრეველი აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და არც სქესს აქვს მნიშვნელობა, არც - ასაკს, შესაბამისად, თუ დანაშაულს ჩაიდენ, დაისჯები.
თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია?
ცოტა ხანში, ალბათ იტყვით, რომ მკვლელობის და სპეცრაზმელების დაწვის უფლებაც ჰქონდა ბატონ ჩახუნაშვილს?!
კანონი ყველასთვის კანონია - არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს. დააშავებ-დაისჯები!#ყველამყველაფერიიცოდა“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.