ნიკოლოზ მეტრეველი: ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება

ნიკოლოზ მეტრეველი

„არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი" - ანდრეი ერმაკის  შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


მისი ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მზადაა დაიწყოს კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის“ ახალი სეზონი და მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება.

“როგორც უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ჟურნალისტებმა მომაწოდეს ინფორმაცია, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება.

მიხაიოლო ფედოროვის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ანტიკორუფციულმა ბიურომ დავით არახამიას თანაშემწისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღების ბრძანება გასცა, ე.წ კონვერტებით დეპუტატების ხელფასების გაცემის საქმესთან დაკავშირებით.

დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ბანკნოტებზე თითის ანაბეჭდების მეშვეობით დაამტკიცონ პირდაპირი კავშირი დეპუტატების „ხელფასებსა“ და საპრეზიდენტო ფრაქციის ლიდერს შორის.

გამოძიებასთან  დაახლოებული ჩემი წყაროები ამტკიცებენ, რომ არახამიას საქმე უახლოეს თვეებში ზუსტად ანდრეი ერმაკის სცენარით განვითარდება.

„NABU მზადაა დაიწყოს კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის“ ახალი სეზონი. ახლა საქმე დავით არახამიას ეხება. სიტუაცია დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც ანდრეი ერმაკის შემთხვევაში, როდესაც ექვსი თვე ველოდით ბრალდების წარდგენას და დეტექტივები ამისთვის ემზადებოდნენ: მათ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, გაჩხრიკეს ერმაკის სახლი და ბინა გრუშევსკის ქუჩაზე, ერმაკის და მისი მისი გარემოცვის კუთვნილი ბიოლოგიური ნიმუშების დასადგენად. ახლა, დავით არახამიაც მსგავს სიტუაციაშია“, - მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც გამოძიების მასალებს უკვე გაეცნო .

აღსანიშნავია, რომ ჩემი მეგობრები არახამიას ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად და ზოგადად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმის ერთ-ერთ საყრდენად მოიხსენიებენ, რომელმაც ფაქტობრივად დაიკავა ერმაკის ადგილი ამ პოზიციაზე,” - წერს მეტრეველი.