"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამივე ქვეყანას – საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ პოტენციალი, გაზარდონ კეთილდღეობა საკუთარ ქვეყნებში.
„საბოლოო ჯამში უკვე დავაფუძნეთ იმ კონდენციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. განვითარება იქნება უცილობელი და მუდმივი ტვირთბრუნვის საფუძველი, ენერგეტიკის გადამცემი ხაზების, კომერციული ტვირთბრუნვის და რკინიგზის მიმოსვლის განმავითარებელი. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და გაზრდის ტემპს, მოცულობას კეთილდღეობისა, განვითარებისა და ზრდისა ყველა ჩვენთაგანისთვის – სომხეთისთვის, საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონს და განწყობას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა სხვა მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.