ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1761158617
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 23 ოქტომბერს ისრაელს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
ვიზიტის მთავარი მიზანი ღაზის სექტორში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია იქნება, წერს მედია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ისრაელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ტრამპის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ჯარედ კუშნერი სტუმრობდნენ.
რუბიოსთვის ეს იქნება რიგით მეოთხე ვიზიტი ისრაელში სახელმწიფო მდივნის რანგში.