VIDEO: ვხედავთ მცდელობებს, რომ თავი მეამიტად წარმოაჩინონ როგორც თავად დაკავებულმა პირებმა, ასევე მათმა მხარდამჭერმა ენჯეოებმა, ხელებს ასავსავებენ თითქოს გეგმა არ იყო - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„ახლა ვხედავთ მცდელობებს, რომ თავი მეამიტად წარმოაჩინონ როგორც თავად დაკავებულმა პირებმა, ასევე მათმა მხარდამჭერმა ენჯეოებმა და მედიამ, ხელებს ასავსავებენ, რომ თითქოს გეგმა არ იყო და არაფერი ვიცოდითო, არადა ძალიან გამართული გეგმა იყო სინამდვილეში“, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 „ეს გეგმა ხელისგულზე ჩანს — იმ დღესაც დავინახეთ, რა იყო ეს გეგმა. როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების დამხობაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმება ისეთი მოქმედება, რომ შეეღწიათ ამა თუ იმ უწყებაში, დაეწყოთ გადმობირება და ა.შ. მათ იცოდნენ, რომ იმ მყარი ინსტიტუციური მოცემულობის პირობებში, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, გაუჭირდებოდათ ეს ისე გაეკეთებინათ, რომ საკითხი არ გამსკდარიყო და არ მიეგნოთ ასეთი საქმიანობისთვის“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.