ნატოს გენერალური მდივანი გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

ni

 ნატოს გენერალური მდივანი გრენლანდიის საკითხზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამისი ცნობა მარკ რუტემ სოციალურ ქსელ „იქსში“ გაავრცელა; საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მსჯელობა თეთრი სახლის ლიდერთან დავოსში გაგრძელდება.

„გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების საკითხზე დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ჩვენ ამ მხრივ მუშაობას გავაგრძელებთ. მოუთმენლად ველი მასთან კვირის ბოლოს დავოსში შეხვედრას“, - წერს რუტე.