ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
2025 წელი რეზერვების თვალსაზრისით ძალიან დადებითი განვითარება იყო, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა რეზერვებმა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელი წელიც არ არის ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გამოწვევაა.
„ჩვენს სავალუტო ბაზარზე არსებული სტაბილურობიდან და გარკვეულწილად ლარის გამყარების ტენდენციიდან გამომდინარე ვსარგებლობთ ამით და კვლავაც ვაგრძელებთ რეზერვების შევსებას. რაც შეეხება სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ ადეკვატურობის ზღვარს, 2025 წელს პირველად, 2022 წლის შემდეგ, გადავაჭარბეთ ადეკვატურობის 100-პროცენტიან ზღვარს და ახლაც 100 პროცენტზე ზევით ვიმყოფებით. ეს კარგი მიღწევაა, თუმცა ვთვლით, რომ არაა საკმარისი და კვლავაც უნდა გავაგრძელოთ რეზერვების ზრდა, როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ასევე, მის ადეკვატურობის დონესთან მიმართებით და ასეც მოვიქცევით“, – განაცხადა თურნავამ.