ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი ზღვისუბნის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

ირაკლი ბენდელიანი

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდი ზღვის უბნის დასახლების მე-11 მრ, I კვ, Nა და ბ კორპუსების მცხოვრებლებს. გავიცანი ამომრჩეველი და მოვისმინე მათი საჭიროებები.  ვისაუბრეთ, როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებსა და უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.  დღესვე, შევხვდი ზღვის უბნის დასახლების მე-11 მრ, II კვ, N21ა კორპუსის მცხოვრებლებს. განვიხილეთ ის საკითხები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ზღვის უბნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.  მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. აქტიური კომუნიკაცია გვექნება და კოორდინირებულად ვიმუშავებთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და ზღვისუბანი გახდეს გამორჩეულად ლამაზი ადგილი ჩვენს დედაქალაქში.