1760126048
მტრულ აქტზე უარის თქმა - ესეც პოზიტიური ნაბიჯია, აქტი ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო შეთავაზებული ამერიკის ხელისუფლებისთვის - არჩილ გორდულაძე ე.წ. მეგობარ აქტზე

მტრულ აქტზე უარის თქმა - ესეც პოზიტიური ნაბიჯია, აქტი ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო შეთავაზებული ამერიკის ხელისუფლებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სენატში ე.წ. მეგობარი აქტის ჩავარდნის ფაქტზე საუბრისას.
მან სენატორი ჯო უილსონი ქართველი ხალხის ზიზღში დაადანაშაულა. გორდულაძემ მას ერთ ჩვეულებრივი და „დიფ სთეითის“ მიერ მართული ადამიანი უწოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ აქტს უილსონი დიდი სიამოვნებით ლობირებდა.
„მას ელაქუცებოდა საქართველოდან ჩასული „ნაცმოძრაობის“ არაერთი წარმომადგენელი, სამშობლოს გაყიდვაზე ხელმომწერი ადამიანები - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
რა თქმა უნდა, ეს რის პოზიტიური ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვართ ღია, კონკრეტულ ნაბიჯებზე შევთანხმდეთ, რომელიც საბოლოო ჯამში, ურთიერთობების თვისობრივ გაჯანსაღებამდე მიგვიყვანს. ეს არის ჩვენი სურვილი, ეს არის ჩვენი პოზიციაც. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ყველას წინაშე, რომ დიახ, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, რომ თანმხვედრი ნაბიჯებიც იყოს გადადგმული“, - განაცხადა გორდულაძემ.
ოპოზიციის პროპაგანდა, რომ დოკუმენტის მიღება აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან ერთად მოხდებოდა - ჩავარდა. სენატმა 77 ხმით 20-ის წინააღმდეგ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, თუმცა ე.წ. მეგობარი აქტის გარეშე.