იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
საფრანგეთის ხელახლა დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ბოლო დღეებში განვითარებული „სასაცილო სანახაობის“ დასასრულებლად.
ლეკორნუმ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩიხი გააკრიტიკა.
პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გადალახონ თავიანთი უთანხმოებები და წლის ბოლომდე მიიღონ ბიუჯეტი, რაც გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება საფრანგეთის მზარდი ფისკალური დეფიციტის კონტროლის ქვეშ მოქცევის კუთხით.
მემარცხენე, რადიკალურმა მემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ ლეკორნუს წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას, რის გამოც იგი სოციალისტებზე იქნება დამოკიდებული, რომელთა ლიდერებიც ჯერჯერობით საკუთარ გეგმებზე დუმილს ამჯობინებენ. ჯერ კიდევ გასარკვევია, რას იზამს ლეკორნუ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის გაუქმებასა და მილიარდერებზე გადასახადის დამატებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, რომელიც ასახავს პარლამენტის რეალობას. ეს აუცილებელია. ეს დემოკრატიაა და ეს მეხუთე რესპუბლიკის ყველაზე საპარლამენტო მომენტია. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ასევე უნდა იყოს მთავრობა, რომელიც არ იქნება გარკვეული პარტიული ინტერესების მძევალი“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.