თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
საქართველოს პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზელენსკის ინიციატივით გამართული შეხვედრის შემდეგ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა, რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მმართველ გუნდში იხსენებენ ომის დაწყების შემდეგ ოფიციალური თბილისის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მხარდაჭერას, რაც ომში მყოფ ქვეყანას საქართველოსგან ჰქონდა, როგორც საერთაშორისო, ასევე ჰუმანიტარული კუთხით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ერთი კონკრეტული შეხვედრა არაფერს ცვლის და მთავარია, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს არა "ქართული ოცნების" მიმართ, არამედ ქართველი ხალხის მიმართ და ელემენტარული პატივისცემა იყოს გამოხატული.
"საქართველო ყოველთვის ითხოვს ყველასგან ერთსა და იმავეს, რომ პატივისცემა მოხდეს ხალხისა და მისი არჩევანისა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. მათ შორის, ვხედავთ სანქციებთან დაკავშირებით უსამართლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არავითარი პრაქტიკული შედეგი არ აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განაცხადია. არაერთი განცხადება გვახსოვს, რაც არ შეცვლილა და ჩემი აზრით, ერთი კონკრეტული შეხვედრა არაფერს ცვლის. მთავარია, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს არა ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ ქართველი ხალხის მიმართ და ელემენტარული პატივისცემა იყოს გამოხატული მაშინ, როდესაც ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის ფარგლებში ვრჩებით უკრაინელ ხალხთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ, იქნება ეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება თუ პრაქტიკული, მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით ბავშვებისთვის სწავლის უზრუნველყოფით", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.