1757870206
„მშვიდობიანი მერე შემოიტანა [ხაბეიშვილმა], თორემ ახლახან არ იყო პოლიციელების წინ იდგა და ხალხს უყვიროდა „ფიზიკური ძალა, გადავუაროთ ამათ, ესენი გაიქცევიან“, ახლა მშვიდობიანი მოაგონდა“ - გია ვოლსკი

"მშვიდობიანი მერე შემოიტანა [ლევან ხაბეიშვილმა], თორემ ახლახან არ იყო პოლიციელების წინ იდგა და ხალხს უყვიროდა "ფიზიკური ძალა, გადავუაროთ ამათ, ესენი გაიქცევიან", ახლა მშვიდობიანი მოაგონდა", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, "მშვიდობიანი დამხობის" გეგმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ამასთან, გიორგი ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს იხსენებს და ტერორზე საუბრობს.
"სულ ახლახან იყო ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, ამხელა ორგანიზაციაა, პატარა ბავშვი ხომ არ არის?! გამოვიდა და ამბობს, რომ 2024 წელს, ოქტომბერში, არჩევნები ჩატარდა იმ სტანდარტის შესაბამისად, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, ასეთი რამ მოხდა საქართველოში და 40% მიიღო ოპოზიციამ, არ შევიდა პარლამენტში.
ახლა გეკითხებით, როდესაც 40% მიიღე და არ შედიხარ პარლამენტში, თანაც ზუსტად იცი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და წერია შავით თეთრზე, ე.ი. რა გაქვს? კონსპირაცია სწორედ მანდ არის, 40% არ შედის, ფიქრობენ, რომ 40%-ის მხარდაჭერა საზოგადოების, გაღიზიანება, დეზინფორმაცია, რუსული თემით სპეკულირება, ამ 40% ოპოზიციის მხარდამჭერთა ქუჩაში გამოყვანის წინაპირობას შექმნის. ვიღაცამ მოლოტოვის კოქტეილი უნდა ისროლოს, ვიღაცამ პოლიციას პიროტექნიკა უნდა ესროლოს და უნდა განვითარდეს პროცესი, რომელიც მიგვიყვანს მეიდანიზაციამდე.
მშვიდობიანი მერე შემოიტანა [ლევან ხაბეიშვილმა], თორემ ახლახან არ იყო პოლიციელების წინ იდგა და ხალხს უყვიროდა "ფიზიკური ძალა, გადავუაროთ ამათ, ესენი გაიქცევიან", ახლა მშვიდობიანი მოაგონდა. ჯერ ეს ერთი, სააკაშვილის მაგალითი მოჰყავს, ვარდების რევოლუციაო. შევარდნაძე არ ჩამოახრჩვეს მართალია, ჩოუშესკოსავით არ დახვრიტეს, მაგრამ ტერორის დონე წარმოიდგინეთ, მერე რაც გაკეთდა, ეს არის მშვიდობიანი? გაატყავეს ხალხი, წამებაში მოკლეს, კონკრეტული გვარებით ადამიანი გაიყვანეს და ქუჩაში დახვრიტეს ავტომატით", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.