„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე, ხოლო საქართველოსთან მიმართებით კორუფციაზეა საუბარი.
მისი თქმით, კორუფციისა და ადამიანის უფლებების პრობლემები ყველგან არსებობს, თუმცა, კონკრეტულ დოკუმენტში, უკრაინა და მოლდოვაზე საუბარი რატომ არ არის, არ იცის.
"მოლდოვა და უკრაინაში კორუფცია, რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი მოქალაქეებისთვის შეკრების, გამოხატვის, გაერთიანებისა და არსებობის თავისუფლება არავის არ შეუზღუდავს. რატომ არ არის ნახსენები იგივე კონტექსტში უკრაინა და მოლდოვა? - იმიტომ, რომ მსგავს კანონებს არ იღებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ არ არის კორუფცია ან ადამიანის უფლებების პრობლემები. ეგ არის ყველგან, დაწყებული საფრანგეთიდან, დამთავრებული მოლდოვით. ყველას აქვს ეს პრობლემა, ოღონდ ამ კონკრეტულ ანგარიშში, რატომ არ არის ლაპარაკი, დედას ვფიცავარ, არ ვიცი," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
საკითხზე შეფასებები კეთდება პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრების მხრიდანაც. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავა აცხადებს, რომ კორუფციული რისკები აღნიშნული ქვეყნების გარდა, სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ. მისივე თქმით, მსგავს შემთხვევაში, მთავარი ხელისუფლების დამოკიდებულებაა.