რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში - „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”
1751627922
მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, დეკლარაცია „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.
„მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – დაწერა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.