თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
1774334964
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის თქმით, ის, რომ გაუქმდა ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებები, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა.
„თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების - ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ“, - წერს პრეზიდენტი.