ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
"დღეს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ჩვენი მეზობლის და მეგობრის ვიზიტი საქართველოში," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია. ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობები მოიცავს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრები ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული. მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმყოფება. ამ წუთებში ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს ხვდება. მანამდე ათონელის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ ილჰამ ალიევს უკვე საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს. პირისპირთან ერთად შედგება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებიც. მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ილჰამ ალიევი საქართველოში მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად დილით ჩამოვიდა.