კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
1754592064
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩ ტეოდორიკო ნანის შეხვდა.
შეხვედრაზე, საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის, თანამშრომლობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძემ, ტეოდორიკო ნანის, საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მალტის სუვერენულ ორდენთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე, სამედიცინო მიმართულების პროექტზეც ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ქართველი ექთნები, მილანის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, პროფესიულ პრაქტიკას გადიან.
მხარეებმა, სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და ახალი, ერთობლივი პროექტების პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან დავით მექვაბიშვილი.