ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
"იმის ნაცვლად, რომ სერიოზულ პრობლემებზე ვისაუბროთ. გვიწევს იმის გარჩევა, როგორ გალანძღა "ნაცებმა" "ლელო," - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ურთიერთბრალდებებს გამოეხმაურა.
"მე მგონი სიტყვა გეგმაზე, ოპოზიციის ნაწილში უბრალოდ ალერგია აქვთ. ხან გეგმა არ აქვთ, ხან გეგმა ხვალ იქნება, ხან გეგმა პრეზიდენტია, ხან ხაზარაძე, ხან კიდევ რაღაც. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ისინი სერიოზულად რამეზე ფიქრობდნენ. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რაიმე ტიპის გეგმა ჰქონდეთ რაიმეზე, თუნდაც არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე, ან ჩაშლაზე ან რევოლუციაზე. დღეს ამას ამბობენ, ხვალ სხვას იტყვიან. ძალიან სასაცილო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ტრაგიკული, იმიტომ, რომ ამით არის სავსე პოლიტიკური ველი. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულ პრობლემებზე ვისაუბროთ. გვიწევს იმის გარჩევა, როგორ გალანძღა "ნაცებმა" "ლელო," - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.