ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1766691515
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. იგი „ქრონიკასთან“ აცადებს, რომ ინტერევიუდან კონკრეტული სიტყვები ამოუჭრეს და განსხვავებულ კონტექსტში წარმოაჩინეს.
მისი თქმით, სახელმწიფოსთან გამიზნულად დააპირისპირეს.
„ტვ პირველს“ ვთხოვე, მაგალითი მოვუყვანე, რომ არ ამომიჭრათ - „მე ამას რომ ვამბობ, არ ამომიჭრათ“. პოლიტიკური შეფასებებიდან თავი შორს მიჭირავს, არ ვაკეთებ! მაინც მიმართეს! სულ ვეცადე, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადასულიყო ეს ჩემი ინტერვიუ. პირიქით, მაინც ისე გადამიყვანეს, რომ ლამის სახელმწიფოს დამაპირისპირეს.
სულ ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭირო. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია - სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ ჩაურევლობის შეთანხმება გვაქვს. ვინც როგორ აზროვნებს, თავის თავს ისე წარმოაჩენს.
მთხოვეს, პიროვნების დახასიათება. მე დავახასიათე ჩემი აზრით, როდესაც ის სამსახურში იყო - რომელ ნაწილსაც მე ვიცნობ, იმ ნაწილში დავახასიათე. მათ [„ტვ პირველმა“] შეფასებებით, ფრაზებით სახელმწიფოსთან დამაპირისპირეს. ჩემთან მოსვლა უკვე იყო პროვოკაცია, ვინ მკითხავს მე! ახლა ვაცნობიერებ, რომ უკვე იყო ჩადებული პროვოკაცია“, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა.