„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა.
მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, რას შეგვიძლია, მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.
ქვრივიშვილის თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც.
„ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტერიალის სხდომას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.