სიახლე მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1765909164
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხი პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობას აფასებს. იგი ხაზს უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობას უსვამს.
„საშემოდგომო სესია იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვას მოახდინოს საკანონმდებლო ინსტიტუტმა ქვეყნის ინტერესები, როგორ უნდა იაროს მშვიდობის გზაზე და აღასრულოს ის პრიორიტეტი, რაც არის ქვეყნის განვითარება. გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების რეფორმას, რომელიც იყო უპრეცედენტო და ეპოქალური და რომელიც ძირეულად შეცვლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.