მარიამ ლაშხი სააკაშვილის განცხადებაზე: შობის დღესასწაულთან დაკავშირებული მათი არასწორი კამპანია კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ მიზანს

მარიამ ლაშხი

შობის დღესასწაულთან დაკავშირებული მათი არასწორი კამპანია კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ მიზანს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოსტს, რომელშიც ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ქვეყანაში შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის სურვილს გამოხატავს.

„ამ მსვლელობით კიდევ ერთხელ ერთიანდება ერი, რომ შობა სწორედ 7 იანვარს აღინიშნებოდეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად - 25 დეკემბერს.