„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ქართული ენის გაუქმებით ნაცმოძრაობამ 2005 წელს ბრძოლა გამოუცხადა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ ქართულ იდენტობას, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.
„ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ თავის დროზე არა მხოლოდ ქართული ენა გააუქმეს, არამედ გააუქმეს ქართულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინსტიტუციური მოწყობა. ის ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დადგა, რა თქმა უნდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, კომიტეტი განიხილავს და უკვე საბაკალავრო სწავლებაზე იქნება სავალდებულო ქართული ენის სწავლა“, - აღნიშნა ლაშხმა.
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება ბრუნდება. კანონში შესატან ცვლილებებზე დეპუტატები დღეს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე იმსჯელებენ.