მარიამ ლაშხი: ძალიან მძიმეა ამ ბიუროკრატებისგან ისეთი განცხადებების მოსმენა, როგორიც არის პირველ რიგში რადიკალიზმის წამახალისებელი და პრო რუსული

მარიამ ლაშხი

ძალიან მძიმეა ამ ბიუროკრატებისგან ისეთი განცხადებების მოსმენა, როგორიც არის პირველ რიგში რადიკალიზმის წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ბრიუსელის მხრიდან კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პრო რუსულია, როდესაც ხალხს და სახელმწიფოს ყოფ. სახელმწიფოს, რომლის ძალიან დიდმა უმრავლესობამ აირჩია ის ხელისუფლება, რომელიც უჭერს მხრას ხელისუფლების მიერ სამშვიდობო, რაციონალურ, პრაგმატულ და მზრუნველ პოლიტიკას.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა დაუბრუნდება კლასიკური გაგებით თავის ღირებულებებს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მორიგი უსამართლო კრიტიკა ბრიუსელიდან. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდი ევროპელ პოლიტიკოსებს პოლიტიკური ინტერესებით გამოწვეული უსაფუძვლო კრიტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.